20 იანვარი 2020,   21:29
ვრცლად
აჭარაში შექმნილი იურისტთა ჯგუფი ოპოზიციის აქციების დროს საჯარო მოხელეებისა და პოლიციელების ქმედებებს შეისწავლის

აჭარაში იურისტთა ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ოპოზიციის აქციების დროს საჯარო მოხელეებისა და პოლიციელების ქმედებებს შეისწავლის.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ იურისტთა ჯგუფი აქციებზე გადაღებულ, 20 ივნისიდან დღემდე, ყველა ვიდეომასალას შეისწავლის და გამოავლენენ ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც პროვოკაციას აწყობდა, ძალადობდა, ან კანონსაწინააღმდეგო ქმედებას სჩადიოდა აქციაზე შეკრებილთა წინააღმდეგ. შესწავლილი მასალები გადაეგზავნება პროკურატურას და თითოეულ ფაქტზე რეაგირებას მოითხოვენ.

ამ საკითხზე განცხადება ბათუმის საკრებულოს წევრმა მირდატ ქამადაძემ დღეს გააკეთა. მისი განმარტებით, პროკურატურას რამდენიმე ფაქტის შესახებ უკვე მიმართეს. მათ შორის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის ქმედებასთან დაკავშირებით.

დღის ამბები