28 იანვარი 2020,   07:22
ვრცლად
საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს

საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობიდან მიდის - ლევან სურგულაძემ საკუთარი გადაწყვეტილება საზოგადოებას ცოტა ხნის წინ გააცნო.

ის ამ პოსტზე 2018 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა.

როგორც ლევან სურგულაძე აცხადებს, მან სამეთვალყურეო საბჭოს გადადგომის მოთხოვნით უკვე მიმართა. სამეთვალყურეო საბჭოს, ლევან სურგულაძის განცხადების დასაკმაყოფილებლად, ვადა 16 იანვრამდე აქვს. 

სურგულაძემ დეტალურად დღეს არც ის განმარტა თუ რა გახდა წარმატებული რეფორმის ფონზე, როგორც ის აცხადებს, გადადგომის მიზეზი.

"ერთი კვირის წინ მე სამეთვალყურეო საბჭოს მივმართე თხოვნით, რომ რადგანაც საპენსიო სააგენტო უკვე არის გამართული, ფუნქციონირებს გამართულად, ყველა პროცესი დალაგებულია, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ მე, 16 იანვრიდან დამეტოვებინა ჩემი თანამდებობა. სამეთვალყურეო საბჭო, კანონის თანახმად, ამ განცხადებას განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას.

რა თქმა უნდა, თუ სამეთვალყურეო საბჭო ჩათვლის, რომ მე რაღაც პერიოდი კიდევ უნდა დავრჩე თანამდებობაზე, არც ეს იქნება პრობლემა და  რა თქმა უნდა, რეფორმის უპრეცედენტო მნიშვნელობიდან გამომდინარე, მე მათ დავეთანხმები," - აცხადებს ლევან სურგულაძე.

დღის ამბები