28 იანვარი 2020,   07:21
ვრცლად
მმართველ გუნდში გარკვეული კომპრომისის მზაობაა - ბადრი ჯაფარიძე

"საზოგადოების ძალისხმევამ და ოპოზიციის გაერთიანებულმა მოქმედებამ აიძულა მმართველი ძალა, წამოსულიყო დიალოგზე," - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის შეფასებით, პროცესში საერთაშორისო პარტნიორები დიდ როლს ასრულებენ.

"საზოგადოების ძალისხმევამ და ოპოზიციის გაერთიანებულმა მოქმედებამ, აიძულა მართველი ძალა, რომ წამოსულიყო დიალოგზე. ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენი დასავლელი მეგობრები. როგორც ჩანს, გარკვეული კომპრომისის მზაობა არის მმართველი ძალის მხრიდან და ჩვენ უნდა ვნახოთ, რამდენად შეესაბამება მათი მზაობა იმ მოლოდინს, რომელიც გვაქვს," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

არჩევნებამდე 10 თვეა დარჩენილი და ამ დრომდე გაურკვეველია, რა პრინციპით დაკომპლექტდება მე-10 მოწვევის პარლამენტი.

ოპოზიცია ხელისუფლებას სთხოვს, შეიმუშავოს ისეთი სისტემა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში ეყოლება იმდენი წარმომადგენელი, რამდენიც საკუთარი ამომრჩევლის რაოდენობასთან პროპორციული იქნება.

ხელისუფლება კი ეძებს ისეთ მოდელს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია. გამოსავლის გზების ძიებაში კი მხარეები ისევ საპირისპირო პოზიციებზე რჩებიან, რაც კონსეუსის მიღწევას კიდევ უფრო ართულებს.

 

დღის ამბები