20 იანვარი 2020,   22:39
ვრცლად
ევრონესტის საპარლამენტო სესიაზე საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსაც განვიხილავთ - ანდრიუს კუბილიუსი

თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-8 ყოველწლიურ სესიას, "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვებს", მასპინძლობს

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტ ანდრიუს კუბილიუსის თქმით, შეხვედრაზე განიხილავენ თუ როგორი სტრატეგია უნდა ჰქონდეს აღმოსავლეთ პარტნიორობას მომავალში.

კუბილიუსი აცხადებს, რომ განხილვის თემა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიც იქნება.

"განხილვის მთავარი თემა სამომავლო პარტნიორობის პოლიტიკა იქნება. საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას აქვს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. სამივე ქვეყანას სპეციფიკური განვითარება აქვს. ჩვენ ვიმსჯელებთ თუ როგორი სტრატეგია უნდა ჰქონდეს აღმოსავლეთ პარტნიორობას მომავალში. ევრონესტის კომიტეტს სხვადასხვა საკითხზე სპეციალური ანგარიში აქვს მომზადებული, რასაც სესიაზე განვიხილავთ. ასევე, ვისაუბრებთ თუ რა მდგომარეობაა საქართველოში დემოკრატიის განვითარების მიმართულებით. საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც პარლამენტში კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ პოლიტიკური კრიზისი განვითარდა,"- განაცხადა ანდრეს კუბილიუსმა.

ღონისძიება დღეს დაიწყო. ცერემონიას სასტუმრო "ბილტმორში" საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, ევროპარლამენტისა და ევრონესტის ხელმძღვანელი პირები გაუძღვებიან. 

 

 

დღის ამბები