28 იანვარი 2020,   08:11
ვრცლად
თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნა არ იგეგმება - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თბილისში რუსული კულტურის ცენტრი არ გაიხსნება და სახელმწიფო დეოკუპაციისთვის მუშაობს. 

"ასეთი გეგმა არ აქვს არცერთ სახელისუფლებო სტრუქტურას და პოლიტიკურად ჩვენი კურსი ცნობილია. ჩვენ ვმუშაობთ დეოკუპაციისთვის, ჩვენ ვმუშაობთ რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ჩვენს გეგმებში არ შედის რუსული ზეგავლენის გაფართოება თბილისში, ან საქართველოს რეგიონებში," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. 

3 500-მდე ხელმომწერი ჰყავს უკვე საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის  მოწინააღმდეგეთა პეტიციას. პროვოკაციების რისკი, რბილი ძალის გაძლიერება და საერთაშორისო ზეწოლის შესუსტების მცდელობა - თბილისში იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც რუსული კულტურის ცენტრის თბილისში გახსნას მოჰყვება.

თავდაპირველად ინფორმაცია ცენტრის გახსნის შესახებ რუსულმა მედიამ კარასინზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა ოფიციალურმა თბილისმა ფაქტი არ დაადასტურა. იმ შემთხვევაში თუ კრემლი დეკემბრის შუა რიცხვებისთვის გეგმების სისრულეში მოყვანას შეეცდება არასამთავრობო სექტორი მწვავე პროტესტისთვის ემზადება.

დღის ამბები