20 იანვარი 2020,   21:09
ვრცლად
ტყვია და კადმიუმი ბიჟუტერიაში - რა წერია აშშ-ის ლაბორატორის დასკვნაში სამკაულზე, რომელიც საქართველოში უკონტროლოდ იყიდება

მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე მომუშავე ერთ-ერთმა ქართულმა ორგანიზაციამ ამერიკის შეერთებული შტატების ლაბორატორიაში, ქართული ბაზრიდან ამოღებული ბიჟუტერია გაგზავნა.

ექსპერტიზის ბიუროდან მოვიდა დასკვნა, რომ 29 ნიმუშიდან 12 ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. 

დასკვნის მიუხედავად სახიფათო ბიჟუტერია სავაჭრო დაწესებულებებში მაინც აქტიურად იყიდება.

ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბრობს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, მადონა კოიძის განმარტებით, ქვეყანაში არ არსებობს კანონი რომელიც მომხმარებელთა უფლებებს დაიცავს და სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის.

ტყვია და კადმიუმი, რომ მძიმე დაავადებების მაპროვოცირებელია ტოქსიკოლოგებიც საუბრობენ ამის შესახებ საქართველოში ჩატარებული რამოდენიმე კვლევაც არსებობს.

სავაჭრო ობიექტებში ამ დრომდე არანაირი გაფრთხილება არ შესულა.

სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების შემცველი პროდუქტი ისევ გაყიდვაშია.

დღის ამბები