29 იანვარი 2020,   06:31
ვრცლად
რომან კაკულია ხელისუფლებას და ოპოზიციას დათმობისკენ მოუწოდებს

"ქართული ოცნების" წევრ რომან კაკულიას იმედი აქვს, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების მეორე რაუნდი, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს, ნაყოფიერი იქნება. კაკულია აღნიშნავს, რომ დიალოგი დათმობისთვის მზაობას ნიშნავს და იმედი აქვს, შეხვედრის მონაწილე მხარეები ამ ფაქტორს გაითვალისწინებენ.

"როდესაც არსებობს დიალოგის სურვილი, ცხადია, დიალოგი ნიშნავს, გარკვეულწილად, დათმობის მზაობას, სხვა შემთხვევაში დიალოგი აღარ ჰქვია ამას. როდესაც არის მზაობა დიალოგის, ეს ორივე მხარეს მოუწოდებს საკუთარ თავში ეძებონ დათმობის რესურსები, სხვა შემთხვევაში, როგორც, წესი, მოლაპარაკებები უშედეგოდ მთავრდება ხოლმე. მე იმედი მაქვს, რომ ორივე მხარე ამ პრინციპით იხელმძღვანელებს,"- განაცხადა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის დიალოგის მეორე რაუნდი დღეს, 18 საათზე დაიწყება, სადაც ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემის "გერმანულ მოდელზე" იმსჯელებენ. 

მოლაპარაკების პირველი რაუნდი საერთაშორისო საზოგადოების ინიციატივითა და ჩართულობით 30 ნოემბერს, სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები