29 იანვარი 2020,   06:13
ვრცლად
დიალოგის მეორე რაუნდი - ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ "გერმანულ მოდელზე" იმსჯელებენ

ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის დიალოგის მეორე რაუნდი დღეს, 18 საათზე დაიწყება.

შეხვედრის მთავარი თემა კვლავ საარჩევნო სისტემა და ე.წ. გერმანული მოდელია, რომელიც ოპოზიციამ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა და რომელსაც სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხვალ, ეუთო/ოდირს გაუგზავნის.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ხელისუფლების მოლაპარაკების პირველი რაუნდი საერთაშორისო საზოგადოების ინიციატივითა და ჩართულობით 30 ნოემბერს, სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა.

დღის ამბები