29 იანვარი 2020,   05:18
ვრცლად
"კაცი რომ ვიყო და სხვანაირი ტერმინოლოგიის გამოყენება ჩემს ხასიათში შედიოდეს, ვიტყოდი, რა ჰქვია ამ ხელისუფლებას" - ბურჯანაძე

"კაცი რომ ვიყო და ცოტა სხვანაირი ტერმინოლოგიის გამოყენება ჩემს ხასიათში შედიოდეს, ვიტყოდი, რა ჰქვია ამ ხელისუფლებას," - ამის შესახებ "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსულ ბურჯანაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული და მოქალაქეებსაც საოკუპაციო ხაზიდან ხშირად იტაცებენ, უხერხული ხომ არ არის ოკუპანტ ქვეყანაში ვიზიტი.

თავის მხრივ, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ უხერხული ხელისუფლების ქმედებაა, რომელიც მისი მოსკოვში წასვლის გამო სოციალურ ქსელში "ტროლებს" ამუშავებდა.

"უხერხულობა იცით რა არის? ჩვენი მთავრობა სამი დღის განმავლობაში "ტროლებს" რომ ამუშავებდა და ისტერიკა იყო გამართული იმაზე, რომ ვიღაცას შეუძლია და გამბედაობა აქვს, ელაპარაკოს პრობლემების მქონე მეორე მხარეს. როცა უუნარო ხელისუფლება გვყავს და კაცი რომ ვიყო, ცოტა სხვანაირი ტერმინოლოგიის გამოყენება ჩემს ხასიათში შედიოდეს, ვიტყოდი რა ჰქვია ამ ხელისუფლებას. აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები