29 იანვარი 2020,   06:37
ვრცლად
გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან არის ერთადერთი - ოპოზიცია დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

"ევროპული საქართველო" ხელისუფლებასთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები დაპირისპირებულ მხარეებს სწორედ კომუნიკაციისკენ მოუწოდებენ.

"გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან არის ერთადერთი, დიალოგის გზით მისვლა საარჩევნო სისტემის რეფორმამდე და პროპორციული ან პროპორციული სისტემის ტიპის საარჩევნო სისტემის მიღება," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრს ნუგზარ წიკლაურს არ აქვს მოლოდინი, რომ მოლაპარაკება შედეგიანი იქნება.

სამოქალაქო მოძრაობა "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია პროცესებმა ოფისებში გადაინაცლოს, თუმცა ეს ძალიან მკაცრი პროტესტის ფონზე უნდა მოხდეს.

 

დღის ამბები