19 იანვარი 2020,   04:23
ვრცლად
თავდასხმა ლაგოდეხში - 2 ნიღბიანი 70 წლამდე ცოლ-ქმარს სასტიკად გაუსწორდა

თავდასხმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. სოფელ უზუნთალაში გვიან ღამით სადიკოვ აბასალის ოჯახს თავს ორი ნიღბიანი დაესხა. ადგილობრივების ინფორმაციით, უცნობმა პირებმა 70 წლამდე კაცი და მისი მეუღლე სასტიკად სცემეს და სახლიდან ორი ოქროს ბეჭედი და მობილური ტელეფონი წაიღეს.

ადგილობრივების თქმით, მიყენებული დაზიანებების გამო შუახნის კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, ქალი კი პოლიციის განყოფილებაში რჩება. მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. დაკავებული ამ დროისთვის არავინაა.

დღის ამბები