19 იანვარი 2020,   03:37
ვრცლად
ნუგზარ წიკლაური ხელისუფლებას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიების შედეგებზე დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის გამოხმაურება, ოპოზიციამ შეაფასა.

ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ და ამ თემაზე საჯარო და ღია განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდა.

"აღნიშნული ვითარება არის უნიკალური შესაძლებლობა საქართველოსათვის, რომ აქტიურად და პრინციპულად დაიცვას საქართველოს მოქალაქეები, დაიცვას ზელიმხან ხანგოშვილი და საქართველოს ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე. მიუხედავად ამ უნიკალური შანსისა, საქართველოს ხელისუფლება კვლავ დუმს და არავითარ განცხადებას, არავითარ ოფიციალურ პოზიციას არ აქვეყნებს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. ეს გარემოება ხელს უწყობს ერთადერთ ქვეყანას მთელ მსოფლიოში, ეს არის რუსეთის ფედერაცია, დუმილი ახლა წყალს ასხამს რუსეთის წისქვილზე," - განაცხადა წიკლაურმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკველელობაში რუსეთის კვალზე საუბრობენ როგორც გერმანიის ოფიციალური საგამოძიებო ორგანოები, ასევე გამომძიებელი ჟურნალისტებიც. ხანგოშვილი მიმდინარე წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს.

დღის ამბები