19 იანვარი 2020,   16:53
ვრცლად
როგორც ჩანს დაინახა და იგრძნო საით დაუბერა ქარმა - ალეკო ელისაშვილი კახა ოქრიაშვილის ორიგინალურ დახვედრაზე

მიუხედავად იმისა, რომ დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მაჟორიტარების სამხილებლად ჩასულ ალეკო ელისაშვილს ორიგინალური ბანერებით და სტიკერებით დახვდა, "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის 73 მაჟორიტარი დეპუტატი მანკიერი პოლიტიკური სისტემის ნაყოფია და ეს სისტემა აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

"როგორც ჩანს, დაინახა და იგრძნო, საით დაუბერა ქარმა და განსხვავებით სხვა მაჟორიტარებისგან, მას აშკარად ბარგი აქვს ჩალაგებული. ახლა უნდა ჩვენკენ, აქეთა ოპოზიციისკენ ურთიერთობების დალაგება. არ დავმალავ, რომ რამდენიმე დღის წინ დამირეკა კიდევაც და პატივს გცემო, მითხრა, ჩემდა გასაკვირად. არადა ტელევიზორში მას ძალიან მწარედ მოვიხსენიებდი. მთელი ქალაქი აქვს აჭრელებული ამ რაღაცა სმაილიკებით. ამის მიუხედავად, კახა ოქრიაშვილიც არის ზუსტად იმ მაჟორიტარი ფეოდალების კოჰორტის წარმომადგენელი, რომლებიც ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები