25 იანვარი 2020,   18:49
ვრცლად
გერმანიის უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლიდან იცოდა, რომ ხანგოშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა - გერმანული გამოცემა 

გერმანიის უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლიდან იცოდა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა "შპიგელი" წერს.

სტატიის მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურმა ბერლინისა და ბრანდერბურგის მთავრობები გააფრთხილა, რომ საქართველოს მოქალაქე პრორუსული ძალების, ან ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის სამიზნე შეიძლება გამხდარიყო.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. მკვლელობის საქმეზე რუსეთის მოქალაქეა დაკავებული. მომხდარის გამო, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა. ოფიციალური ბერლინის ამ გადაწყვეტილებას საფრანგეთი მიესალმება.

დღის ამბები