25 იანვარი 2020,   19:15
ვრცლად
"ირაკლი ოქრუაშვილი არის გავრილოვის პატიმარი"- ადვოკატი არაობიექტურ ბრალდებებზე საუბრობს

 

საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის ეპიზოდზე დღეს  ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი განახლდა, სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა.

ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს  ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი დაუბრუნდა, რომლის აცილებაც თავად ოქრუაშვილმა მოითხოვა.

სხდომაზე მოსამართლესა და ოქრუაშვილის შორის მცირე შელაპარაკება მოხდა, მოსამართლემ ოქრუაშვილს მოუწოდა, ცინიზმისგან თავი შეეკავებინა.

ირაკლი ოქრუაშვილის უფლებადამცველი ვახტანგ იაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებული გავრილოვის პატიმარია, სასამართლო და ბრალდებები კი ობიექტურ არ არის.

"ირაკლი ოქრუაშვილი არის გავრილოვის პატიმარი ამ კონკრეტულ ეპიზოდში. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის მართლმსაჯულება, არც ობიექტური გამოძიება და ბრალდება. მთავრობა ცდილობს, ბოროტება, რაც 20 ივნისს ჩაიდინა, გადაფაროს," - განაცხადა ვახტანგ იაშვილმა. 

დღის ამბები