20 იანვარი 2020,   21:45
ვრცლად
ტბა, სკეიტ პარკი, მდელო - მზიურის პარკში მიმდინარე სამუშაოები კახა კალაძემ და მაია ცქიტიშვილმა დაათვალიერეს 

თბილისის მერმა კახა კალაძემ და ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მზიურის პარკში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული მზიურის პარკის აღდგენა-მოწყობას მოიცავს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პარკის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაც.

"ძალიან ბევრი ახალი სივრცეა პარკში გათვალისწინებული - ტბა, სკეიტ პარკი, მდელო. ყველა ის სივრცე, რომელიც დამატებით ხიბლს შესძენს ამ პარკს და ბევრად უფრო კომფორტულს გახდის როგორც ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის და მთელი უბნის მოსახლეობისთვის“ - აცხადებს მაია ცქიტიშვილი. 

დღის ამბები