28 იანვარი 2020,   08:42
ვრცლად
ნომერ პირველი საფრთხე - NATO რუსეთს და ტერორიზმს მთავარ გამოწვევად ასახელებს

ნომერ პირველი საფრთხე - NATO რუსეთიდან მომდინარე აგრესიას, ტერორიზმთან ერთად, კვლავ მთავარ გამოწვევად ასახელებს.

29 ქვეყნის საერთო პოზიციას მოსკოვი ჩინეთთან ერთად უპირისპირდება და ამბობს, რომ ალიანსის ერთობლივ რეზოლუციას მუქარად აღიქვამს.

ის, რასაც სერგეი ლავროვი მუქარას უწოდებს, რეალურად პუტინის დესტრუქციულ ქმედებებზე ალიანსის თავდაცვითი პასუხია.

სწორედ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გამო, ლონდონის სამიტის გადაწყვეტილებით, ნატო თავდაცვის მექანიზმებს აღმოსავლეთით კიდევ უფრო გააძლიერებს, 2024 წლისთვის ალიანსის თითოეული წევრი თავდაცვის ბიუჯეტს 2%-მდე გაზრდის.

მალე ნატოს 30-ე წევრად ჩრდილოეთი მაკედონია შეუერთდება. ეს კი, ექსპერტების შეფასებით, მკაფიო გზავნილია საქართველოსთვის, რომ გაფართოების პოლიტიკა გრძელდება.

რუსულ აგრესიასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაშინგტონშიც ისაუბრეს. კონგრესმენებმა "დიდი შვიდიანის" სამიტზე რუსეთის მიწვევის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღეს.

ამერიკის კონგრესის მიერ რეზოლუციის მიღებას თბილისიდან გამოეხმაურა ელიზაბეთ რუდი.

იმის გამო, რომ პუტინი საერთაშორისო ვალდებულებებს არ ასრულებს, ნატო რუსეთს უკვე სამ წელზე მეტია, პარტნიორის ნაცვლად, საფრთხედ მოიხსენიებს. 2016 წლიდან ალიანსის ყველა ოფიციალურ დოკუმენტში რუსეთის აგრესიული ქმედებების შეკავება, ტერორიზმთან ერთად, მთავარ გამოწვევად სახელდება.

დღის ამბები