09 დეკემბერი 2019,   13:35
ვრცლად
ენმ-ის ზუგდიდის ოფისთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ენმ-ის ზუგდიდის ოფისთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ლევან კვირკვაიმ ჟურნალისტებს უთხრა, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. 

როგორც კვირკვაია ამბობს, იმ შემთხვევაში, თუკი გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთა კონკრეტული პირების ბრალეულობა, სამართალდამცავები შესაბამის ზომებს მიიღებენ.

"ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებაში პასუხისმგბლობას ადგილობრივ ხელისუფლებასა და პრემიერ გიორგი გახარიას აკისრებენ.

პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძე ამბობს, რომ მათი ოფისის დასარბევად მმართვლმა გუნდმა საჯარო მოხელეები და ააიპ-ების თანამშრომლები სხვადასხვა რაიონიდან ჩამოიყვანა.

მისივე თქმით, პოლიციას ჰქონდა დავალება, რომ ადგილზე სიტუაციის გამწვავებამდე და დარბევის დაწყებამდე არ გამოჩენილიყო. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ მაგავსი დარბევებით ვერ გააჩერებენ და ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ.

დღის ამბები