06 დეკემბერი 2019,   10:07
ვრცლად
კვერცხები, ცოცხები, ხელჯოხები და კასრები - ხმაური და დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისთან

ხმაური და დაპირისპირებაა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისთან. ამ წუთებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ოფისის შენობას კვერცხები, ცოცხები, ხელჯოხები და კასრები ესროლეს.

"ქართული ოცნების" აქტივისტებმა ენმ-ს პარტიის ოფისის მინაც ჩაამტვრიეს. ადგილზე პოლიცია მხოლოდ ინცინდენტის დაწყების შემდეგ მივიდა.

აქციის მონაწილეებსა და პარტია "ნაციონალ;ური მოძრაობის" ოფისს შორის ამ წუთებში პოლიციის კორდონი დგას.

დღის ამბები