09 დეკემბერი 2019,   14:14
ვრცლად
"ქართული ოცნების" ოფისთან მომხდარი დაპირისპირებისას 5 პირი დაშავდა

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მომხდარი დაპირისპირებისას 5 პირი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ყველა მათგანს სხეულის ზედაპირული დაზიანება აღენიშნება და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, დაზარალებულები მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები არიან.

"შეცვალეს" აქტივისტები არიან დაზარალებულები. ერთ-ერთი არის გოგონა, რომელსაც, სამწუხაროდ, ტვინის შერყევა აქვს. ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამაზე. ცდილობენ ახლა ამოეფარონ "ოცნების" ახალგაზრდა აქტივისტებს, რომლებიც სხვადასხვა აიპ-ებში და სიპ-ებში ჰყავთ დასაქმებული და კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, მზად არიან სცემონ და ფიზიკურად გაუსწორდნენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ითხოვენ თავისუფლებას,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები