09 დეკემბერი 2019,   14:04
ვრცლად
გია ყანჩელის თაყვანისმცემლები კომპოზიტორის მუსიკას ხვალ კიდევ ერთხელ მოისმენენ

საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი გივი ორჯონიკიძისადმი მიძღვნილ საღამოს გამართავენ. საღამოზე შესრულდება გია ყანჩელის ნაწარმოები "ქარით დატირებული", რომელიც კომპოზიტორმა მეგობარს მიუძღვნა.

1989 წელს დაწერილი ლიტურგიას ხვალ გივი ორჯონიკიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე "სილკ ფაქტორი სტუდიოს" პავილიონში ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და  გიორგი ცაგარელი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით შეასრულებენ. 

მუსიკის კრიტიკოსის და პუბლიცისტის გივი ორჯონიკიძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მონოგრაფიებს, მრავალრიცხოვან ნაშრომებსა და მუსიკალურ პუბლიკაციებს მოიცავს.

გივი ორჯონიკიძე განსაკუთრებული ინტერესით იკვლევდა გია ყანჩელის მუსიკალურ შემოქმედებას. ხვალინდელი საღამო მისი დაბადებიდან 90 და გარდაცვალებიდან 35 წლისთავს მიეძღვნება.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი 

დღის ამბები