09 დეკემბერი 2019,   14:08
ვრცლად
საქართველო ჰააგის სასამართლოს ვაკანტურ ადგილებზე მოსამართლეების კანდიდატებს წარადგენს

საქართველო მზადაა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე 2020 წელს საკუთარი კანდიდატი წარადგინოს - ამის შესახებ თეა წულუკიანი საქართველოს სახელით ჰააგის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს.

იუსტიციის მინისტრი დელეგაციასთან ერთად მნიშვნელოვანი ვიზიტით ჰააგაში იმყოფება, ის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა მე-18 ასამბლეაში მონაწილეობს.

მომავალი წლის დეკემბერში ჰააგის სასამართლო 6 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეებს სხვადასხვა რეგიონიდან შეარჩევს. საქართველო მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას აღმოსავლეთ ევროპის კვოტით გეგმავს.  

დღის ამბები