09 დეკემბერი 2019,   14:29
ვრცლად
"კომეტები" კიდევ ერთი ფილმია, რომელსაც კინოთეატრ "ამირანთან" პროტესტი მოჰყვა

თბილისში კიდევ ერთი ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ -  თამარ შავგულიძის "კომეტების"  ჩვენება  "ამირანში" 19 საათზე იგეგმება. ამავე დროს დაანონსდა საპროტესტო აქციაც - გურამ ფალავანდიშვილი თანაგუნდელებთან ერთად კინოთეატრთან მისვლას გეგმავს. ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე ამბობს, რომ სამართალდამცველები კინოთეატრთან უსაფრთხოებას დაიცავენ. 

აქციის ერთ-ერთი მონაწილე კინოთეატრის შენობაში შევიდა და "ამირანის" ადმინისტრაციის  თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა. ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს. 

კინოფილმ "კომეტების" ჩვენება საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში იგეგმება.

"კომეტების" ჩვენებასთან დაკავშირებით პროტესტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ დილით დააანონსეს. მათ აღნიშნეს, რომ კინოფილმის ჩვენება საქართველოში "ჰომოსექსუალობის პროპაგანდას" ემსახურება.

"აქ ვდგავართ მშვიდად.  ეს არის სიბინძურე, დედისა და ქალის, სქესისა და ღმერთის შეურაცხყოფა. ეს არის მიზანმიმართული," - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ზნეობა დაიცავის“ დამფუძნებელმა გურამ ფალავანდიშვილმა.

"ამირანის" წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ დაუშვებელია, ზრდასრულ ადამიანებს ფილმის ჩვენებას ვინმე უკრძალავდეს.

დღის ამბები