09 დეკემბერი 2019,   13:58
ვრცლად
"იმედია, ჰუმანური მიდგომა გაიმარჯვებს და ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდება" - ერიკ ჰოგის ექსკლუზიური ინტერვიუ "კურიერთან"  

ევროკავშირი აქტიურად არის  ჩართული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის გათავისუფლების პროცესში - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელმა განაცხადა. 

ერიკ ჰოგი "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ევროკავშირი მთლიანად ფოკუსირებულია ვაჟა გაფრინდაშვილის გამოსახსნელად.

“სამწუხაროდ, ეს ერთ-ერთია დაკავებათა ტრაგიკული შემთხვევებიდან. მისია თავის მხრივ აკეთებს ყველაფერს ვითარების გასარკვევად და კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად ცხელი ხაზის მეშვეობით. ვცდილობთ, შედგეს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და სხვა მხარეს მყოფ გადაწყვეტილებების მიმღებებს შორის კომუნიკაცია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის გათავისუფლდეს, დაუბრუნდეს ოჯახს და მეგობრებს. იმედია გამოსავალს მალე იპოვიან, ჰუმანური მიდგომა გაიმარჯვებს და ექიმი გათავისუფლდება, “ - აცხადებს ერიკ ჰოგი

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 24-ე საოკუპაციო რეჟიმის მიერ ტყვეობაში იმყოფება.

 

დღის ამბები