09 დეკემბერი 2019,   15:08
ვრცლად
მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დავუჭერ, კრიმინალების ადგილი პარლამენტში არ არის - ირაკლი კობახიძე

სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ეხმაურება. ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას კრიმინალს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი რბილია.

"ყველამ იცის, რომ ნიკანორ მელია არის კრიმინალი. პოლიტ-ანგარიშსწორება რომ ყოფილიყო, უფრო მკაცრი იქნებოდა სასჯელი. ცხადი დანაშაული ჩაიდინა. თუ შემოვა ეს საკითხი პარლამენტში, დავუჭერ მხარს. კრიმინალების ადგილი პარლამენტში არ არის. 

რატომ 7 წლის შემდეგ? ეს კითხვა მეც მექნებოდა. 7 წელი არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, ათასობით დანაშაულზეა საუბარი. მათი დანაშაულები იყო რეკეტი, გაუპატიურება. საქმე გვაქვს კრიმინალებთან," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

"ბანკი ქართუს" გაკოტრების საქმეზე სასამართლომ ნიკა მელია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე, მას 2 წლის და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოერთვა.

დღის ამბები