09 დეკემბერი 2019,   13:50
ვრცლად
გარდაბანში ჯანდარის ტბაზე ორ მამაკაცს ეძებენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაზე, ორ მამაკაცს ეძებენ. აღნიშნული ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის ჯგუფები და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცები მეთევზეები არიან. 

დღის ამბები