09 დეკემბერი 2019,   14:51
ვრცლად
ოზურგეთში მცხოვრებ ოჯახს ძლიერი წვიმისგან პრობლემები შეექმნა - ძირკვაძეების სახლს კედელი ჩამოენგრა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიალურში მცხოვრები ძირკვაძეების ოჯახს, წუხელ ღამით ძლიერი წვიმისგან პრობლემები შეექმნა.

სახლს კედელი ჩამოენგრა, რის გამოც სახლში ცხოვრება შეუძლებელია. ოჯახმა მეზობლებს შეაფარა თავი.

ადგილზე გუშინვე იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ოჯახს მერია უახლოეს დღეებში სამშენებლო მასალებით დაეხმარება.

დღის ამბები