09 დეკემბერი 2019,   14:43
ვრცლად
"ბანკი ქართუს" გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ბანკი ქართუს" გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ამავე საქმეზე სასამართლომ ნიკა მელიას განაჩენიც გამოაცხადა. მოსამართლემ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე 25 000 ლარით დააჯარიმა.  ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ორი წლით და სამი თვით პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება შეუზღუდა.

დღის ამბები