09 დეკემბერი 2019,   15:05
ვრცლად
სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას 9 დეკემბრისთვის აანონსებენ

 ოპოზიციის გეგმების პარალელურად, მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის სამოქალაქო აქტივისტებიც ემზადებიან. დემონსტრანტები პარლამენტის პიკეტირებას 9 დეკემბრისთვის აანონსებენ. სწორედ ამ დღეს იგეგმება საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების შესახებ.

მანამდე კი სამოქალაქო აქტივისტები პასიურად ყოფნას არ აპირებენ და ხელისუფლებას ყოველდღიურად არაერთი "სიურპრიზის" მოწყობას ჰპირდებიან.

რაც შეეხება დღევანდელ გეგმას, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირება დღეს არ აპირებენ.

"აქციები გაგრძელდება, ისევ საპარლამენტო მუშაობის დღეებს გვინდა დავამთხვიოთ. პირველი არის დაახლოებით 9 დეკემბრისთვის დაგეგმილი, როცა მოსამართლეების შერჩევის სესია უნდა გამართონ და მაგ დღეს დავამთხვევთ აქციას," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა შოთა დიღლემაშვილმა.

დღის ამბები