05 დეკემბერი 2019,   23:23
ვრცლად
ეს იყო მაღალი კლასის ოპერაცია, მადლობა შსს-ს: თეა წულუკიანი აქციის დაშლაზე

"ჩვენს ქვეყანაში სწორედ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში მაქსიმალურად უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება, იქნება ეს ყვავილების თუ ბოქლომების საშუალებით," - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მთავარია აქციის მონაწილეებმა კანონი არ დაარღვიონ და სახელმწიფო უწყებების ფუნქციონირებას ხელი არ შეუშალონ.

"მთავარია, არ დაირღვეს კანონი და სახელმწიფომ განაგრძოს ფუნქციონირება. შესაბამისად, როდესაც ეს ზღვარი იქნება გადალახული და პროტესტს არავითარი კავშირი არ ექნება გამოხატვის თავისუფლებასთან, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც იმოქმედა.

მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და როგორც იუსტიციის მინისტრმა, როგორც ვიცე-პრემიერმა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს, თითოეულ სპეცრაზმელს, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრს, იმ ჩატარებული ოპერაციისთვის, რომელიც იყო მაღალი კლასის ოპერაცია," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები