05 დეკემბერი 2019,   23:10
ვრცლად
ვითარება მთავრობის ადმინისტრაციასთან - აქციის მონაწილეებს პოლიცია ჭიშკარზე ბოქლომის დადების უფლებას არ აძლევს

მთავრობის ადმინისტრაციასთან, მინისტრთა კაბინეტის სხდომის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

დემონსტრანტები მთვრობის  ადმინისტრაციის ჭიშკარზე  ბოქლომის დადებას ცდილობენ, თუმცა მათ პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.

აქციის მონაწილეების  განცხადებით, პროტესტი მასშტაბურ სახეს მიიღებს და აღნიშნული პერფორმანსი გაგრძელდება. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, მთავრობის კანცელარიასთან პოლიტიკოსებიც იმყოფებიან. 

“კიდევ ერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც  ბიძინა ივანიშვილის პირად საკუთრებაშია დაბოქლომდება და ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება ვერ მიხვდება იმას, რომ დანაპირები, რომელიც გასცა საზოგადოების წინაშე, უნდა შეასრულოს,“ - განცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.  

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ადმინისტრაციის შენობის შესასვლელებთან დგანან.

დღის ამბები