06 დეკემბერი 2019,   00:24
ვრცლად
უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარიდან, შესაძლოა, 100 ათას ლარამდე ჩამოვიდეს

უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარიდან, შესაძლოა, 100 ათას ლარამდე ჩამოვიდეს.

განცხადება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე  გააკეთა. როგორც გახარიამ  აღნიშნა,  ეს, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად კეთდება.

"მინდა ეკონომიკური ზრდის რისკების, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად, ფინანსთა მინისტრს დავავალო ის შემზღუდველი ელემენტი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ უცხოურ ვალუტში  200 ათასი ლარის ფარგლებში, დაკრედიტების ზღვარი. განიხილოთ შესაძლებლობა და მთავრობის მომავალ სხდომაზე წარმოგვიდგინოთ, რამდენად შესაძლებელია ეს ზღვარი 100 ათას ლარამდე ჩამოვწიოთ," - განაცხადა გახარიამ.

დღის ამბები