13 დეკემბერი 2019,   10:02
ვრცლად
პრემიერი ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები ფასების სტაბილურობისთვის აქტიურად გამოიყენოს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობისა და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად.

განცხადება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

"მინდა ეროვნულ ბანკს მოვუწოდო, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობისა და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად. დღეს ყველას კარგად გვესმის, რომ კოორდინირებულად, ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც ეკონომიკური ზრდა მთავრობის მხრიდან, ასევე ინფლაციის ზღვრული ნორმები, რომელიც  წლის დასაწყისში გვქონდა დაგეგმილი.

ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან გადავდგამთ ყველა აუცილებელ ნაბიჯს. თუმცა ასევე მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, გადადგას ნაბიჯები მისი კომპეტენციის ფარგლებში," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

დღის ამბები