13 დეკემბერი 2019,   09:54
ვრცლად
პარლამენტის კენჭისყრის შედეგები ჩემთვის სამწუხარო იყო - ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

​ჰარცელის განცხადებით, აუცილებელია დიალოგის სწორი მიმართულებით წარმართვა. ევროკავშირის ელჩის თქმითვე, ხელისუფლებამ ნდობის მოპოვება ხელახლა უნდა შეძლოს.

"გასულ კვირას, საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტის კენჭისყრის შედეგები ჩემთვის სამწუხარო იყო. არა იმიტომ, რომ ევროკავშირს აქვს საკუთარი პოზიცია საარჩევნო სისტემის შესახებ, არამედ იმიტომ, რომ მოსახლეობამ უნდა აირჩიოს არჩევნების ჩატარების წესი. მნიშვნელოვანია ნდობის თავიდან მოპოვება და დიალოგის დაწყება, რომელშიც ორივე მხარე უნდა ჩაერთოს," - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები