05 დეკემბერი 2019,   23:58
ვრცლად
დესტაბილიზაცია და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების უკანონო ქმედებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკაზე - გიორგი გახარია

ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნაა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნის მნიშვნელოვან განზომილებას - ეკონომიკას არ ითვალისწინებენ და მის განვითარებას დესტრუქციული ქმედებებით ხელს უშლიან.

"ჩვენი ქვეყნის უახლოესი წლების განმავლობაში, ყველაზე დიდი გამოწვევაც და მიღწევაც, ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები იქნება. ყველაფერი ის, რაც ხდება ჩვენს სოციალურ ან პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში და იძენს უკანონო ქმედებების სახეს, ზეგავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან განზომილებაზე, როგორიც არის ეკონომიკური ცხოვრება. ამიტომ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებას - ეკონომიკას, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მსგავს გამოწვევებსაც გავცეთ შესაბამისი პასუხი," - განაცხადა გახარიამ.

დღის ამბები