05 დეკემბერი 2019,   23:35
ვრცლად
მექსიკაში მიგრანტებით სავსე ტრაილერი დააკავეს

მექსიკაში მიგრანტებით სავსე ტრაილერი დააკავეს. სატვირთო მანქანაში 62 მიგრანტი, მათ შორის, ორსული ქალი და მცირეწლოვნები იმალებოდნენ.

მექსიკელი სამართალდამცველების ჩარევამდე უჟანგბადობის გამო მიგრანტებმა ტრაილერიდან თავის დაღწევა სცადეს.

პოლიციამ მძღოლი და ერთი მგზავრი დააკავა, დანარჩენი მიგრანტები კი საემიგრაციო ცენტრში გადაიყვანეს.

  

დღის ამბები