05 დეკემბერი 2019,   23:23
ვრცლად
გიორგი რურუას ადვოკატი საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

გიორგი რურუასთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს.

ადვოკატის განცხადებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც რურუას ბრალეულობას დაადასტურებს. უფლებადამცველი საქმის პოლიტიკურ მოტივებზეც საუბრობს.

გიორგი რურუას ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

გუშინ საქალაქო სასამართლომ, გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები