05 დეკემბერი 2019,   23:23
ვრცლად
ცხინვალის რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმის საკითხი დავით ზალკალიანმა რუმინელ და ხორვატ კოლეგებთან შეხვედრაზე განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში ნორვეგიელ, რუმინელ და ხორვატ კოლეგებთან შეხვედრა გამართა.

ორმხრივი ურთიერთობების პარალელურად საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უსაფრთხოება, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი და აღნიშნულზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირების აუცილებლობა იყო.

შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო ნატოს ლიდერთა მოახლოებულ შეხვედრას ლონდონში. საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ასევე ევროპარლამენტარებთან.

დღის ამბები