08 დეკემბერი 2019,   11:41
ვრცლად
ვაჟა გაფრინდაშვილი მე-13 დღეა ტყვეობაშია - ოპოზიცია ხელისუფლების სუსტ ნაბიჯებზე საუბრობს

13 დღე ტყვეობაში. ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება.

ოპოზიცია ოფიციალური ქართული მხარის სუსტ ნაბიჯებზე საუბრობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველა ინსტრუმენტი აამოქმედოს.

"ეს არის შედეგი იმ სამარცხვინო, ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკის, რომელიც "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მიერ თავიდანვე იყო დაანონსებული. მათ თავიდანვე კარგად უნდა სცოდნოდათ, რომ საქმე ჰქონდათ პუტინის რეჟიმთან. რაც მეტს გააბედინებ, მით უფრო მეტს გააკეთებს. რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა," - აღნიშნა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლებამ გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველა საერთაშორისო პლათფორმა უნდა გამოიყენოს.

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" შუამდგომლობით ექიმს ჩრდილოეთ ოსეთში მომუშავე უფლებადამცველი აუყვანეს. ადვოკატმა ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე მოინახულა.

 

დღის ამბები