13 დეკემბერი 2019,   08:54
ვრცლად
"ლეიბორისტების" ლიდერი აშშ-ისს კონგრესში შეხვედრებს მართავს

საქართველოს ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა იყო მთავარი განსახილველი საკითხი ვაშინგტონში, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერისა და კონგრესმენების შეხვედრის დროს.

შალვა ნათელაშვილმა კონგრესმენებს ინფორმაცია პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებითაც მიაწოდა.

"კონგრესმენებს გავაცანი ისტორიული და მიმდინარე ამაზრზენი ფაქტები, ჩვენი ხალიხ მიმართ ჩადენილი დანაშაულებებისა, რასაც ბოლო 200 წელია რუსეთის იმპერია და ამჯერად პუტინის ხელისუფლება აკეთებს. ამერიკელ კანონმდებელთა პოზიცია არის ცალსახად უარყოფითი, როდესაც იხსენებენ, როგორ უარყო მთელი მსოფლიოს წინაშე მიცემული დაპირება პროპორციულ სისტემაზე გადასვლაივანიშვილის რეჟიმმა და როგორ გაუსწორდა საკუთარ ხალხს ქუჩაში,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის განცხადებით, მსოფლიომ უნდა გაიგოს და აღიაროს ის საფრთხეები, რომლის წინაშეც ქართველი ერი იმყოფება.

დღის ამბები