05 დეკემბერი 2019,   23:35
ვრცლად
დავით ქაცარავას თქმით, ხელისუფლება მას იარაღის და ნარკოტიკის ჩადებით ემუქრება

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა მთავრობის მხრიდან განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს. ქაცარავა აცხადებს, რომ მას და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს იარაღის და ნარკოტიკის ჩადებით ემუქრებიან.

"ანტისაოკუპაციო წევრების მიმართ ხორციელდება მუქარები. სანდო წყაროსგან მივიღე ინფორმაცია, რომ იგეგმება ჩემი და მოძრაობის წევრების დაპატიმრებები. ხერხები იარაღის ან ნარკოტიკების ჩადება გახლავთ. არცერთი მოძრაობის წევრი არ ფლობს იარაღს გარდა რეგისტრირებულისა, არ ვეტანებით ნარკოტიკს. შესაბამისად, ამ განცხადების შემდეგ, ნებისმიერი ქმედება განხორცილებული ჩვენს წინააღმდეგ, იქნება მთავრობის მიერ განხორციელებული პროვოკაცია. მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩავაყენო საქმის კურსში. მუქარა განხორციელდა ჩემი ოჯახის მიმართ. "ოჯახს ჯერ არ ვეხებით"- ეს გზავნილი მომივიდა ამ შენობიდან. გზავნილი იყო, ასევე, ასეთი:“ თუ არ დაწყნარდებით“. გულისხმობდნენ მოძრაობის წევრებს. მიგისვამთ ქაცარავას, რომელიც იქნება განეიტრალებული,"- განაცხადა დავით ქაცარავამ

ამავე თემაზე
დღის ამბები