06 დეკემბერი 2019,   20:33
ვრცლად
18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებულია

18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებულია. სასამართლოში საქმის განხილვა დღეს მოგვიანებით, პირველი საათიდან განახლდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ ღამის სამი საათისთვის მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა პროცესი დილის 11საათიდან მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო.

პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა და ხულიგნობისთვის სამართალდამცველებმა სულ 37 პირი დააკავეს. ყველა მათგანის საქმეს ერთი მოსამართლე განიხილავს.

აქციის მონაწილეებისა და მათი ადვოკატების თქმით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. დემონსტრანტებს ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ. 

დღის ამბები