13 დეკემბერი 2019,   09:53
ვრცლად
საქართველოს კათოლიკოსის განცხადება სასაცილოა - დე ფაქტო ცხინვალი ილია მეორეს პასუხობს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი რელიგიურ საკითხებში სონია ხუბაევა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას სასაცილოს უწოდებს.  ინფორმაციას ამის შესახებ sputnik-ossetia ავრცელებს.

საქმე ეხება წერილს, რომელიც ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს გაუგზავნა და რომელშიც პროტესტი იყო გამოთქმული იმის გამო, რომ რუსეთის ეკლესია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რუსულ ბაზებში მღვდლებს აგზავნის.

ხუბაევა ახალგორის რაიონიდან ქართველი მღვდელმსახურების გამოშვებაზეც ალაპარაკდა:

"აგვისტოს მოვლენების შემდეგ ლენინგორის რაიონში მსახურობენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, რომლებზეც ასეთი ტონით არასოდეს გვისაუბრია... საქართველოს კათოლიკოსის განცხადება, ჩემი აზრით, სასაცილოა. ამის პასუხად ჩვენ შეგვეძლო მოგვეთხოვა, ლენინგორიდან მღვდელმსახურების გაყვანა. რამდენი მოვლენაც მოხდა ოსებსა და ქართველებს შორის, საქართველოს ეკლესია ყოველთვის რეაქციულ როლს ასრულებდა. ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან, მაგრამ როგორც ხედავთ, აქტიურად ერევა, სამხრეთ ოსეთში მიეჩვივენ, რომ საქართველოს ეკლესიის მხრიდან პასუხები და რეაქციები ყოველთვის არაადეკვატურია,"- განაცხადა ხუბაევამ

დღის ამბები