13 დეკემბერი 2019,   09:18
ვრცლად
ავსტრიის რამდენიმე რეგიონში დიდთოვლობისა და მეწყრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ავსტრიის რამდენიმე რეგიონში დიდთოვლობისა და მეწყრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დაიხურა სკოლები. გზებზე სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია. სტიქიისგან მიყენებული ზარალი 6 მილიონ ევროს აღემატება.

დიდთოვლობის გამო რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ზალცბურგიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 

სტიქიის ზონაში მოსახლეობა ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

დღის ამბები