06 დეკემბერი 2019,   19:14
ვრცლად
"მომხდარზე პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენც, მაგრამ უნდა აიღოს ოპოზიციამაც" - დიმიტრი ხუნდაძე

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომლის მონაწილეობითაც 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩავარდა, პარლამენტთან მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

ხუნდაძის თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს როგორც უმრავლესობამ, ასევე ოპოზიციამაც. 

"ვწუხვარ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა პარლამენტის წინ. მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო, ჩვენ ამას ველოდით. ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენც, მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ ადამიანებმაც, ვინც კარგად ამოცნობადები არიან საზოგადოებისთვის, ყველა დესტრუქციისა თუ ყველა კრიზისის დროს წინა ხაზზე დგანან,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები