08 დეკემბერი 2019,   11:22
ვრცლად
არსებობს ოპოზიციის შეჯერებული პოზიცია, რომ უნდა აღდგეს სტატუს-კვო - ბადრი ჯაფარიძე

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა პირობა დაარღვია, ნებისმიერი დიალოგის შეთავაზება უშედეგო იქნება.

"მე ვფიქრობ, არსებობს ოპოზიციის შეჯერებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომ უნდა აღდგეს სტატუსკვო

ამ შემთხვევაში უმრავლესობის მხრიდან ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნება, რომ გაითვალისწინონ შექმნილი ვითარება, რომ კრიზისი აღარ გაღრმავდეს. საჭიროა, რომ მათ გადახედონ თავიანთ მიდგომას. ის, რომ ეს არ შეესაბამება კონსტიტუციას, ეს ასე არ არის.

ჩვენ ვსაუბრობთ იმ ვერსიაზე, რომელიც იქნება სრულიად შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან. ამავდროულად იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ მაჟორიტარების მიერ შესაძლო დაბლოკვა და მივცეთ უმრავლესობის იმ წევრებს, რომლებიც გულწრფელად წუხან, რომ არ გავიდა პროპორციული არჩევნების შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებები, მათ ახლა აქვთ შანსი, მხარი დაუჭირონ გერმანულ მოდელს, რომელიც მხოლოდ 76 ხმას საჭიროებს.

მმართველმა ძალამ და მისმა ლიდერმა შექმნეს პრობლემა იმიტომ, რომ აიღეს პირობა ქართველი ხალხის წინაშე და არ შეასრულეს. ამ პრობლემის მოგვარების ძალისმიერი გზა არ არსებობს," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები