08 დეკემბერი 2019,   11:53
ვრცლად
"თქვენ გინახავთ ქვეყანა, რომლის პარლამენტის ბიუროს გამართვისთვის, წყლის ჭავლით წუწავენ ადამიანებს?" - ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი "კურიერთან“ იმ ფაქტს იხსენებს, როცა პოლიციამ აქციის დაშლის დროს მისი დაკავება სცადა.

"სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებით, უკანონოს არაფერს აკეთებს და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვს. 

"პირველი სკოლის ეზოდან არ მაძლევდნენ აქციაზე მოსვლის უფლებას, ორ რიგად იდგა პოლიცია და გარღვევა მომიწია ერთი რიგის და მეორე რიგის გარღვევის მცდელობის დროს გადაწყვიტეს, რომ დავეკავებინე, მიმათრევდა ათი პოლიციელი და ერთი ისე საშინლად, რომ კინაღამ დამახრჩო, მაგრამ მომიტინგეები მომეხმარნენ და გამომგლიჯეს,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, არ დაიღლება, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს და რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავს. 

“თქვენ გინახავთ ქვეყანა, რომლის პარლამენტის ბიუროს გამართვისთვის, წყლის ჭავლით წუწავენ ადამიანებს და სპეცრაზმი დათარეშობს შუა მაგისტრალზე. რამდენ ხანს აპირებენ ბიუროს ჩატარებას სპეცრაზმით ძალიან მაინტერესებს...ლეგიტიმურია ქვეყანა, რომელიც პარლამენტის ბიუროს მოსაწვევად, 10 მუქთახორა რომ შეიკრიბოს, მაგისთვის სპეცრაზმით რომ დასდევს მთელ თბილისს? ეს ლეგიტიმურია? რაზე უნდა ელაპარაკო კაცს, რომელმაც მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა რაღაც და მერე, მთელი მსოფლიო გადააგდო?“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

დღის ამბები