08 დეკემბერი 2019,   13:06
ვრცლად
ხელისუფლებამ მოსახლეობას არჩევანის თავისუფლება წაართვა - უჩა ნანუაშვილი

ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ ის მოლოდინი, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა სამართლიანი არჩევნების შესახებ,  შესრულდეს.

უჩა ნანუაშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე იმყოფება, ამბობს, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნა სრულიად ლეგიტიმურია. ნანუაშვილი აქციების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს, იმისათვის, რომ ხელისუფლებამ საკუთარი დანაპირები შეასრულოს. 

“ფაქტია, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას წაართვა არჩევანის თავისუფლება. ის კონსესუსი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შედგა საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის, დაიღალა იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღო პარლამენტმა, ამიტომ, აუცილებელია, ერთგვარი ნდობა სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის აღდგეს. ბოლო გადაწყვეტილებით, სამწუხაროდ, ეს ნდობა ფაქტიურად, გაქრა საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის" -ამბობს უჩა ნანუაშვილი. 

 

 

 

 

 

დღის ამბები