08 დეკემბერი 2019,   12:48
ვრცლად
მინდა ჯალათი გახარიას გასაგონად ვთქვა-დიახ, დღეს იწყება პარლამენტის პიკეტირება! -სალომე სამადაშვილი

„მე მინდა რუსი ჯალათი გახარიას გასაგონად ვთქვა, ყველა საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა, რომ პიკეტირება მოახდინოს ყველა სახელმწიფო შენობის მათ შორის პარლამენტისაც და დიახ დღეს დაიწყება პარლამენტის პიკეტირება!“ - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა აქციაზე და  ქართველ ხალხს მოუწოდა, არ დაიღალონ და არ შეეშინდეთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის.

“მე მინდა რუსი ჯალათი გახარიას გასაგონად ვთქვა, ყველა საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა, რომ პიკეტირება მოახდინოს ყველა სახელმწიფო შენობის მათ შორის პარლამენტისაც და დიახ დღეს დაიწყება პარლამენტის პიკეტირება! ამ შენობაში ვერ შევა ვერცერთი ივანიშვილის გოშია, ისინი შევლენ მხოლოდ ერთადერთი მიზეზით, რომ გააფორმონ ქართველი ხალხის მოთხოვნა, რომ გადადგეს ივანიშვილი და შეიცვალოს საარჩევნო სისტემა 8 წელია ჩვენს ქვეყანას მართავს რუსი ოლიგარქის საოკუპაციო რეჟიმი და ქართველი ხალხის ყოველდღიურობა უფრო და უფრო მძიმდება.

ერთადერთი, ვისი ცხოვრებაც უმჯობესდება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ხროვა! გოშიების და კორუმპირებული ჩინოვნიკების ხროვა! ისინი არიან ძალიან ცოტა და ჩვენ ვართ ძალიან ბევრნი! ჩვენ არ გვაქვს უფლება დავიღალოთ და შეგვეშინდეს დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად გავაგრძელებთ აქ დგომას და მივაღწევთ იმას რისთვისაც ვიბრძვით."" - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, ხალხის გამარჯვება ოლიგარქიულ რეჟიმზე უკვე, შედგა. 

"ქართველი ხალხის გამარჯვება ოლიგარქიულ რეჟიმზე შედგა. ჩვენ ყველა ერთად ვიბრუნებთ ყველაზე მთავარს რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს - ეს არის ჩვენი სამშობლო. ივანიშვილმა რამდენი მუშტიც არ უნდა მოგვიღეროს, ყოველთვის შევახსენებთ, რომ ეს ქვეყანა ეკუთვნის ქართველ ხალხს! დღეს ჩვენ აქ გავაფორმებთ გამარჯვებას სიღარიბეზე, ოლიგარქიაზე, სიბნელეზე და უიმედობაზე.

პოლიტიკური ლიდერები სიტყვით გამოსვლას აგრძელებენ და მათი მთავარი მოთხოვნები უცვლელი რჩება.

დღის ამბები