08 დეკემბერი 2019,   12:38
ვრცლად
ბათუმში მთავრობის სახლთან სოლოდარობის აქცია იმართება

ბათუმში მთავრობის სახლთან სოლიდარობის აქცია იმართება. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დედაქალაქში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას.

მათი მოთხოვნაა, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით. აქციის ორგანიზატორების თქმით, პროტესტი გაგრძელდება და აქციები ყოველდღიურ სახეს მიიღებს. აჭარის მთავრობის სახლთან აქცია 15 საათზე დაიწყო.

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები. აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ორგანიზატორების თქმით, საღამოს დიდი ზომის ეკრანი დამონტაჟდება, სადაც თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე პროცესების პირდაპირი ტრანსლირება განხორციელდება.

 

 

დღის ამბები